Friday, October 16, 2009
Saturday, November 15, 2008
საცდელი პროექტი "ჩემი სახლი"
1.საცდელი პროექტის სახელი: “ჩემი სახლი”.
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთ სახლს ან ჩანაწერით, ან დახატვით.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთ საცხოვრებელ სახლს, გარემოს, სადაც იზრდებიან და ცხოვრობენ ოჯახის წევრებთან ერთად, ზოგი დახატავს კიდეც სახლს და იქ მაცხოვრებელთაც. ამის შემდეგ კლასში ან სკოლაში მოაწყობენ ნახატების გამოფენას და ჩანახატების წაკითხვას.
4.მონაწილეთა ასაკი: 6-14 წელი
5.ვადები, ხანგრძლივობა: 2008 წლის დეკემბერი - 2009 წლის აპრილი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გამოიყენებენ სახატავ რვეულებს, ფანქრებს, დახატავენ თავიანთ სახლს, ან თუნდაც ისეთ სახლს, სადაც უნდათ რომ იცხოვრონ. ჩაერთვება რაც შეიძლება მეტი მოსწავლე.
7.მოსალოდნელი შედეგები: ამ პროექტის საშუალებით ქართველი მოსწავლეები ინტერნტის საშუალებით. გაეცნობიან ერთმანეთის საცხოვრებელ სახლებს. გაიგებენ რა უჭირთ, რა ულხინთ მათ. ზოგს ფუფუნება არ აკლია, თბილ, დიდ სახლში ცხოვრობენ და განებივრებულნი არიან, ზოგსაც კი გაყინულ სახლში უწევთ ცხოვრება, თავიანთი სამეცადინო კუთხეც კი არ აქვთ და მაინც წარჩინებულნი არიან.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის მონაწილეები საქართველოში მცხოვრები თანატოლების საცხოვრებელ პირობებს შეისწავლიან ინტერნეტის საშუალებით და გაიზიარებენ ერთმანეთის გაჭირვება-დალხინებას.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან კავშირი: ქართული ენა ლიტერატურა /მართლწერა/, ხატვა/ფერების შეზავება, სახლის ესკიზის დახატვა/, ტექნოლოგიები/დოკუმენტბის აკრეფა ტექსტურ რედაქტორში და გაფორმება სახატავი ინსტრუმენტებით/.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ჯერ-ჯერობით არცერთი
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა ტურაბელიძე
13.პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა: teaturabelidze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:საცდელი პროექტი "ჩემი სახლი"
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://chemisakhli.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)